ყიდის ყველა:თავადი,მღვდელი,ვაჭარი,ავაზაკი,დიდი და პატარა,ჭკვიანი და სულელი,ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან:ქუჩასა და სახლში,თეატრსა და სასამართლოში,სასწავლებელში,სატუსაღოში,ეტლში,მატარებელში,დილით და ღამით,სიცხესა და სიცივეში,დარსა და ავდარში.
იყიდება ერთიანად:შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთისაკენ.იყიდება ნაწილ-ნაწილ:კახეთი და იმერეთი,ქართლი,სვანეთი და სამეგრელო,გურია და ლეჩხუმი,რაჭა და ჯავახეთი.იყიდება პატარ-პატარა ნაჭრებად,ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა:ნისიად,უფასოდ,ნაღდად,დროებით და სამუდამოდ;ბანკის საშუალებითა და ჩვენი დახმარებით.
იყიდეთ ბარემ მთლად,გაწეწეთ და გაგლიჯეთ,რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრადდარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს.
ნიკო ლორთქიფანიძე
ps:დღეს როგორც არასდროს ეს ნაწარმოები გახდა აქტუალური დღევანდელ საქართველოში.დავიცვათ ჩვენი სამშობლო მოღალატე-გამყიდველებისაგან!
დამსეტყვე, ცაო
დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არავინ არ სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ,
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _
ჯერ ისევა ვარ ფხიანა
ვაჟა–ფშაველა