მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSსამშაბათი, 17.12.2024, 06:44

143-ე საჯარო სკოლა

საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონს საიტი?
[ შედეგები · არქივი]
სულ პასუხი: 64
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია

                                                                                                                ვაჟა-ფშაველა დაიბადა სოფელ ჩარგალში (ახლანდელი
დუშეთის რაიონი). რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო
სასწავლებელში, შემდეგ 1877-79 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ
ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1879 წლიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში,
რომელიც დაამთავრა 1882 წ. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო უნივერსიტეტი დატოვა და
მასწავლებლობა დაიწყო მთის სოფლებში, 1888 წლიდან კი ჩარგალში დამკვიდრდა. ფშავში
დაწერა მან გენიალური პოემები, ლექსები, მოთხრობები. დროდადრო ცხენზე გადაკიდებული
ხურჯინით თბილისში ჩამოჰქონდა თავისი ნაწერები. მძიმე ცხოვრებამ და გაჭირვებამ ადრე
შეარყია ვაჟას ჯანმრთელობა და 54 წლისა გარდაიცვალა თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში
(ამჟამინდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა). სიკვდილის წინ ახლად მოთიბული
ბალახი და მთის წყარო ინატრა... დაკრძალეს დიდუნის პანთეონში. 1935 წ. მისი ნეშტი
მთაწმინდაზე გადაასვენეს.

ვაჟას შემოქმედებაში ცხოვრება და სამყარო სინათლის და
სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი ჭიდლის სახითაა წარმოდგენილი.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების
საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ
ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით მაღალი გონიერების და სიკეთის
განსახიერებად წარმოუდგენია.

ვაჟა-ფშაველა როგორც მოქალაქე და პოეტი, მხნე პატრიოტი იყო.
მან უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ეროვნულ გათვითცნობიერებაზე. მანვე
დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში პიროვნული სრულყოფის - „კაი ყმის“ კულტი, რომლის
მნიშვნელობა განუზომელია.


ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის
პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში
(ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882
წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა
გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა,
1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში
ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა.
მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად ფშაური
ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და
ლექსები.იგი ყველას უყვარდა , და დარჩება ჩვენს გულებში.



  გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!



                                                                          წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.           







რევაზ ინანიშვილი


რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.

1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


რევაზ ინანიშვილი
(ბიოგრაფიული ცნობები)
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წ. სოფელ ხაშმში (საგარეჯოს რაიონი). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1956). პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წ., ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წ. მისი მოთხრობების ძირითადი კრებულებია: „მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958), „წვეთები ფოთლებზე“ (1962), „ცოსფერი გორგალი“ (1968), „საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971), „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974), „ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).

მწერალი ნაყოფიერად იღვწოდა საბავშვო ლიტერატურაშიც. აღსანიშნავია მისი საბავშვო კრებულები: „ბედნიერი მთა“ (1960), „ბიბო“ (1964), „სად ცხოვრობს მეზღაპრე“ (1970), „მგლის ლეკვები“ (1973), „შორი თეთრი მწვერვალი“ (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „არდადეგები“, „დაბრუნებული ღიმილი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „ფერმა მთაში“, „ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ო. იოსელიანი), „ნატვრის ხე“ (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), „ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გ. შენგელაია).

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფია

 

 

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს ოჯახთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943_45_ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. აქედან გადავიდა სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში. ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია.

1947წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.

1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა 1956 წელს. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.

  1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) მუშაობდაHჟურნალ ,,დილის" რედაქტორად.

პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი გამოვიდა 1953 წელს.
    1977 წელს წიგნისათვის “შორი თეთრი მწვერვალი” მიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია.

1980 წელს კინოფილმმა_“ქვიშანი დარჩებიან “სცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემია “ხუთწლედის მატიანე”_მიენიჭა.
    გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: “ნატვრის ხე” ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, “ქვიშანი დაერჩებიან” “არდადეგები” “დედუნა” “ჩირიკი და ჩიკოტელა” “კაცები”...

მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ... ენებზე.

გარდაიცვალა 1991 წელს 26 დეკემბერს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.  

















facebook
LIKE BOX
depozit files
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

Copyright MyCorp © 2024